1. პროექტის სახელი
პირამიდები ჩვენს გარშემო.
2. პროექტის მოკლე აღწერა
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას პირამიდების შესახებ,დაამუშავებენ და შეისწავლიან პირამიდას,როგორც გეომეტრიულ სხეულს.
3. პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად
I. მათემატიკოსები
1. შეისწავლიან პირამიდას როგორც გეომეტრიულ სხეულს.
2. მოიძიებენ ძველი სწავლულების მიერ ჩამოყალიბებულ პირამიდის განმარტებას.
3. შეადარებენ თანამედროვე განმარტებას.
II. ისტორიკოსები
1.მოიძიებენ მასალებს პირველი პირამიდების შესახებ.
2.შეისწავლიან უძველეს პირამიდებს მატემატიკური კუთხით.
3.გამოიტანენ დასკვნას,თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირამიდები ისტორიული და მათემატიკური თვალსაზრისით.
III. პირამიდების თვისებების შემსწავლელი ჯგუფი
1.გამოიკვლევენ პირამიდების უნიკალურ თვისებებს.
2.მოამზადებენ მასალს პირამიდების თვისებების პრაქტიკული გამოყენების
შესახებ.
IV. არქიტექტორები
1.მოიძიებენ მასალს , რომელშიც იქნება ასახული პირამიდების თვისებების
გამოყენება არქიტექტურაში.
2. მოამზადებენ შენობის ესკიზს,სადაც გამოყენებული იქნება პირამიდის,როგორც ცალკეული ელემენტების ასევე მთლიანი პირამიდის თვისებები.
4.მონაწილეთა ასაკი 16-17 წელი.
5. ვადების ხანგრძლივობა 1თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
მოსწავლეები მოახდენენ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა საშუალებით და მოძიებეული ინფორმაციის დამუშავებას.
7.
7. მოსალოდნელი შედეგები ( პროდუქტები,რაც სეიძლება შეიქმნას.)
მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის დამუშავებას,პრეზენტაციის სახით წარმოდგენას.შექმნიან სლაიდებს და ნახატებს.მოამზადებენ მასალებს,შექმნიან შენობის ესკიზს.
8. სასარგებლო სხვებისთვის.
დაინტერესებული პირები მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციებს პირამიდების შესახებ.
9. სამუშაო ენა ქართული .
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,ესგ-სთან კავშირი
ისტორიასთან , არქიტექტურასთან კავშირი.მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის,ლოგიკური კავშირების დამყარების,ასევე გეომეტრიული ხედვის უნარ-ჩვევები.
11. პროექტის ფასილიტატორი.
დალი ჯერენაშვილი,
12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა l.jerenashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий